წესები და პირობები

  1. პრეამბულა

„მიმწოდებელი“ და „მომხმარებელი“ ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“.

 

  1. ზოგადიდებულებანი

2.1   კომპანიაში განხორციელებული ყველა შეკვეთა რეგულირდება დებულებებში მოცემული წესებისა და საბანკო პირობების მიხედვით.

2.2   მომხმარებელი ყურადღებით უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებს და პირობებს. ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ ყველა წესსა და პირობას.

2.3   წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ  უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას  მასზედ, რომ კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

2.4   კომპანიის მიერ შეცვლილი პირობები არ გავრცელდება უკვე არსებულ ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეცვლილ პირობებს, კომპანია უფლებამოსილია მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

  1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე რეგულაციებით გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

3.1) მიმწოდებელი – კომპანია „შპს არტლაინ“, რომელიც ახორციელებს მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზებას და რეალიზაციას ანაზღაურების სანაცვლოდ.

3.2) მომხმარებელი – პირადი საჭიროებისათვის საქონლის/სამუშაოს, მომსახურების/ გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი, ან ასეთი განზრახვის მქონე ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი, ამხანაგობა, ინდივიდუალური მეწარმე.

3.3) პროდუქციის მიწოდება  – გულისხმობს მიმწოდებლის  მიერ მომხმარებლისთვის  პროდუქტზე საკუთრების უფლების გადაცემას სასყიდლით.

 

  1. პროდუქტისა და სერვისის აღწერები

4.1   კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია კონკრეტულ ველებში პირადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.

4.2   კომპანია ცდილობს წარუდგინოს მომხმარებელს როგორც პროდუქტების, ასევე სერვისის ზუსტი აღწერილობა. ამასთანავე კომპანია არ იძლევა გარანტიას რომ  დაზღვეულია აღწერილობები, ფერები, ზომები და სხვა დეტალები შეცდომისაგან. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი არ ემთხვევა აღწერილ პროდუქტს, კომპანია გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას.

4.3   ფერები და სხვა დეტალები, რომელსაც მომხმარებელი ხედავს მის კომპიუტერში, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფაქტობრივ პროდუქტს. შესაბამისად, კომპანია არ იძლევა მომხმარებლის წინაშე გარანტიას, რომ მომხმარებლის კომპიუტერი ზუსტად აჩვენებს პროდუქტის დეტალებს.

 

  1. ნივთის შეძენა ვებგვერდის მეშვეობით 

5.1   მიმწოდებელი სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის ავეჯს, რომლის შეძენაც შესაძლებელია როგორც განვადებით ნასყიდობით,  ასევე უნაღდო  ანგარიშსწორებითაც.

5.2   არასრული ავტორიზაციის, არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განმეორებით ვიზიტის ან სხვა მისამართზე მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით იხდის მიწოდების საფასურს.

5.3   მიმწოდებელი პასუხს არ აგებს იმ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მიუვალ ადგილზე ან არასათანადო პირობებში პროდუქტის ტრანსპორტირებისას ან მონტაჟის დროს.

5.4   პროდუქტის გადაცემა მოხდება იმ მომხმარებელზე, რომელმაც გააკეთა განაცხადი ან მის მიერ მიTითებულ პირზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს ნივთის ჩამბარებელი პირის შესახებ (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) წინააღმდეგ შეთხვევაში მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, არ გააფორმოს ხელშეკრულება. პროდუქტის ჩაბარების მომენტში აუცილებელია მომხმარებელმა, ან მის მიერ მითითებულმა პირმა, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  1. მხარეთაპასუხისმგებლობა

 

6.1   ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხს აგებს მომხმარებლისა და პაროლის გაუმჟღავნებლობაზე. მიმწოდებელი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც პირადი პორტალის მესამე პირის მიერ გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.

6.2   მომხმარებელი, ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია  უტყუარი, ზუსტი და იურიდიული ძალის მქონეა. თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს შეცვლილი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ ბოლოს დაფიქსირებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.

 

  1. ინფორმაციაფასების შესახებ

7.1 მიმწოდებელი უფლებამოსილია გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა, რომელშიც გამოვლინდება ფასის ცდომილება მაშინაც კი თუ მომხმარებლის შეკვეთა დადასტურებულია და  კომპანიისგან მიღებული აქვს მიწოდების ინსტრუქციები. მოცემული შემთხვევის არსებობისას მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას შეკვეთის გაუქმების ან შემდგომი ინსტრუქციების შესახებ. საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება აღნიშნული თანხა.

7.2   მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული პროდუქციის ფასი შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს. ამდენად, მომხმარებლის მიერ მხოლოდ სასურველ ნივთებში დამატება ვერ უზრუნველყოფს ფასის ცვლილების შეჩერებას. მომხმარებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის გზით, მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება, ხოლო თუ ცვლილება ეხება ნივთის ღირებულების შესახებ ცვლილებას, რომელიც შეძენილი არ არის, მომხმარებელს თავისი სურვილით შეუძლია შეიძინოს  ან გააუქმოს შეკვეთა.

 

  1. შეკვეთისდადასტურება

8.1   ყიდვის ოპერაციის დასრულებისას მომხმარებელი ეთანხმება პირობას, რომ გადაიხდის შეკვეთილი პროდუქციის საფასურს.

8.2   მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, რომ აირიდოს პრობლემა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთანავე მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს მიაწოდოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

 

  1. პროდუქტისდაბრუნება და გარანტიები

9.1 მექანიზმს, რომელსაც აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი ან სწორი ექსპლუატაციის პირობებში გამოვა წყობიდან, ჩანაცვლდება ახლით 2 წლის განმავლობაში.

9.2 პროდუქტის დასაბრუნებლად მომხმარებელმა პროდუქტი უნდა შეამოწმოს კურიერის თანდასწრებით. თუ პროდუქტის  მახასიათებლები არ ემთხვევა შეთანხმების პირობებს როგორც ვიზუალური  ასევე ტექნიკური მახასიათებლებლებით, მომხმარებელს შეუძლია უარი განაცხადოს პროდუქტის მიღებაზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა, პროდუქტის ჩაბარების შემდეგ აღმოაჩინა პროდუქტის ქარხნული წუნი მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ნივთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში. პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს მაღაზიას სრული კომპლექტაციითა და ყოველგვარი დაზიანების გარეშე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას დაბრუნებულ პროდუქტზე იმ მომენტამდე, სანამ არ მიიღებს მას.

9.3 საგარანტიო პირობები არ ვრცელდება მომხმარებლის დაუდევრობით ან თვითნებური გადაადგილებით გამოწვეულ ფიზიკურ დაზიანებაზე.

  1. მარეგულირებელიკანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი:

წინამდებარე ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განხილვა და გადაწყვეტა მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოების კანონმდებლობის საფუძველზე.

  1. პასუხისმგებლობისგანგათავისუფლება

 

11.1                       მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (სტიქიური უბედურება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ნორმატიული ან ადმინისტრაციული შეზღუდვების დაწესება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ვალდებულების შესრულებაზე).

11.2                       მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუძლეველი ძალის დადგომისთანავე   დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით, ასეთი მოვლენების  არსებობის შესახებ.

  1. დამატებითი პირობები

12.1                       შეკვეთის განსახორცილებელად მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს პირადობის აღმნიშვნელი მონაცემები მოცემულ ვებ-გვერდზე www.artline.ge, წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის სურვილით და ამისათვის მომხმარებელს გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

12.2                       პროდუქტის შესაძენად მომხმარებელს შეუძლია გადახდის იმ მეთოდის გამოყენება, რაც განთავსებულია ვებ-გვერდზე.

12.3                       საიტის გამოყენების წესებსა და პირობებში შესაძლო ცვლილებების გასაგებად მომხმარებელი რეგულარულად უნდა გაეცნოს მას.